გაზის გამათბობელი ქვაბის შერჩევა შენობის გათბობისთვის.


გათბობის ავტონომიურ სისტემაში გაზის გამათბობლის გამოყენება მეტად გავრცელებული მოვლენა ხდება. სითბოს ასეთი გენერატორები გავრცელებულია რუსთსა და ესენგეს ქვეყნებში, რადგან მაგისტრალური ბუნებრივი გაზი საწვავის ერთერთი იაფი სახეობაა. ქვაბები, სადაც მეთანია გამოყენებული, მთლიანად ავტომატურია, ფართოდ გამოიყენება როგორც კერძო, ისე კორპუსულ სახლებში და არ საჭიროებენ მომსახურებას ან რეგულარულ კონტროლს, როგორც ეს ნახშირის შემთხვევაშია.

სტატიის შინაარსი:

  • გაზის გამათბობელი სისტემის უპირატესობები.
  • დაყენების სხვადასხვაობები.
  • იატაკის მოწყობილობა: მახასიათებლები 
  • კედლის ქვაბი: უპირატესობები და ნაკლოვანებები.
  • დასკვნა.


გათბობის ავტონომიურ სისტემაში გაზის გამათბობლის გამოყენება მეტად გავრცელებული მოვლენა ხდება. სითბოს ასეთი გენერატორები გავრცელებულია რუსთსა და ესენგეს ქვეყნებში, რადგან მაგისტრალური ბუნებრივი გაზი საწვავის ერთერთი იაფი სახეობაა.

ქვაბები, სადაც მეთანია გამოყენებული, მთლიანად ავტომატურია, ფართოდ გამოიყენება როგორც კერძო, ისე კორპუსულ სახლებში და არ საჭიროებენ მომსახურებას ან რეგულარულ კონტროლს, როგორც ეს ნახშირის შემთხვევაშია. (ფოტო 1)





გაზის გამათბობელი ქვაბი - ეს არის საწვავის (ბუნებრივი გაზის ან პროპან-ბუტანის) დაწვის მეშვეობით შენობისა და წყლის გათბობის მოწყობილობა. იყოფა მონტაჟის (იატაკის ან კედლის) და ფუნქციურ (ერთკონტურიანი და ორკონტურიანი) სახეობებად.

როგორ ავირჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი ჩვენი სახლისთვის? მოდი გავერკვეთ!

გაზის საწვავზს მომუშავე ყველა მოწყობილობა, იატაკის თუ კედლის, ორი სახეობის არსებობს. ერთკონტურიანი - გამოიყენება მხოლოდ ოთახების გასათბობად. თუკი მოწყობილობას გააჩნია მილების ორი სისტემა (ერთი შენობის სითბოთი გასამდიდრებლად, ხოლო მეორე ონკანებისთვის ცხელი წყლის მისაწოდებლად), მაშინ ასეთ ქვაბს ორკონტურიანი ან ბოილერი ეწოდება (ფოტო 2).


 

ფოტო 2 (ბოილერის ოთახი)

ექსპლუატაციის ვადა ხშირად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად გულდასმით იცავს მფლობელი გამოყენების რეგლამენტს, ასევე გამათბობლის მომსახურებასა და გათბობის სისტემის მონტაჟის სისწორეზე.

მაგალითად, იატაკის მოდიფიკაციის ფოლადის ქვაბი 15 წელი მოემსახურება მფლობელს, თუჯისა კი 20 ან მეტი. იატაკის ქვაბის მაღალი ფასი განისაზღვრება გამომუშავებული სიმძლავრით და ცალკეული კვანძების საიმედოობით. (როგორ შევამციროთ გაზის გახარჯვა, იხილე სტატია) პირველობა ეკუთვნის დასაკიდ გათბობის სისტემებს მათი დაბალი ფასისა და მცირე ზომების გამო. ასეთი მექანიზმები არ მოითხოვენ სპეციალურ შენობებს დაყენებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კედელი მყარი და კარგი საყრდენი იყოს (აგური, ბეტონი, ხე).


                                                                                                                                     ფოტო 4. ერთკონტურიანი                                                         











ფოტო 3. კედლის ორკონტურიანი                                                                                                                                                                                                                                                                                          

თაბაშირმუყაოზე ასეთ მოდელს ვერ დაკიდებ. ამ დროისთვის თითქმის ყველა კედლის ქვაბი ორკონტურიანია.

კედლის გაზის გამათბობელი ქვაბის სიმძლავრე, როგორც წესი, 10-40 კილოვატია. ეს საკმარისია 100-400 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებლის გასათბობად. თუმცა, თუ სითბოს ნაწილი წყლის გათბობაზე ან საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე წავა, მაშინ ეს სიმძლავრე სახლის შედარებით მცირე ფართს ეყოფა. ცხელი წყლის საკმარისად მიწოდებისთვის უმჯობესია დაყენდეს დამატებითი ბოილერი, რომელიც საწვავის მიწოდების გარეშე იმუშავებს.

კედლის ქვაბების მოდელები ენერგოდოკიდებულები არიან. სუსხიანი ზამთრის რეგიონებში დენის ხანგრძლივად გათიშვა ნამდვილ კატასტროფად შეიძლება იქცეს ქვაბისა და მომხმარებლისთვის.

კედლის გაზის გამათბობელი ქვაბის სითბოს გამტარი მგრძნობიარეა წყლის სიხისტის მიმართ და საჭიროებს სითბოს მატარებლის წინასწარ მომზადებას - წყლის დარბილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სითბოს მატარებლის კედლებზე ჩნდება ნადუღი, რომელიც აგრეგატის ზოგად მახასიათებლებზე იმოქმედებს.

კედლის ქვაბების მოდელების მუშაობის ვადა 8-16 წელია, სათანადო და დროული მომსახურების შემთხვევაში.


ცნობილი ნიშნებია:

  • იტალიური: Ariston, Immergas, Ferroli, Nova Florida, Beretta, Italtherm
  • გერმანული: Bosch
  • ფრანგული: Chaffoteaux
  • კორეული: Navien, Rinnai, Daewoo. სამხრეთკორეულები თავიანთ ევროპელ "მოძმეებზე" იაფები არიან.


მაშ ასე, ორივე ვარიანტის განხილვის შემდეგ შევაჯამოთ: საოფისე შენობებისა და დიდი ფართის მქონე ნებისმიერი იდეალურია მასიური და "მარადიული" იატაკის გაზის გამათბობელი ქვაბი. მცირე კერძო და კორპუსულ სახლებში კი მშვენივრად დაიდგმება კომპაქტური და ელეგანტური დასაკიდი აპარატი.

აღჭურვილობა

თემები